Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშიამ სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან სამუშაო შეხვედრა გამართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა სტამბოლის ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც შეხვედრა გამართა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ ჰასან მანდალთან.

 

სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელიც 1773 წელს დაარსდა, თურქეთის უძველესი და მსოფლიოში სიძველით მესამე ტექნიკური უნივერსიტეტია. უნივერსიტეტს 40,000-მდე სტუდენტი ჰყავს და ის მაღალი საერთაშორისო აკადემიური რეპუტაციით სარგებლობს.

 

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გაცვლის მექანიზმებს. ხაზი გაესვა საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამების, მათ შორის ERASMUS+-ის ფარგლებში თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას.

 

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ერთობლივი კვლევითი პროექტების მომზადებისა და განხორციელების მიმართულებით სამომავლო გეგმებზე. განსაკუთრებული ინტერესი გამოიკვეთა ისეთ დარგებში თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით, როგორებიცაა მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები, ფიზიკა, ქიმია და ინტერდისციპლინური მეცნიერებები

თარიღი: 11/04/2025